ტრენინგის მეცხრე დღე
დღეს დასრულდა ინტელის ძირითადი კურსის ტრენინგი , რომელიც მოიცავდა პროექტებით .სწავლებას.კურსის ფარგლებში შევისწავლეთ თუ როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-ესაუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში .
შევისწავლეთ ელექტრონული წიგნით სარგებლობა, სახელმძღვანელო შედგება 8 მოდულისაგან:
მოდული 1 -გავეცანით სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას,პროექტის მოთხოვნებს. პუბლიკაციის მომზადებას და გამოცემას. შევქმენით საქღალდეები მასალების შესანახად.შევისწავლეთ ბლოგის შექმნა და საჭირო ინფორმაციის განთავსება ,
მოდული 2-სასწავლო პროექტის დაგეგმვას გვასწავლის. შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი კითხვები(ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი) განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ბლუმის განახლებული ტაქსონომია.
აუცილებლად უნდა განისაზღვროს სტანდარტები და ინდიკატორები სასწავლო პროექტისათვის..
,სასწავლო პროექტების დაგეგმვისას ყველაზე მნიშვნელოვანია შესასწავლი საკვანძო საკითხების გამოვლენა და სასწავლო მიზნები.
მოდული 3-გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. განვსაზღვრეთ, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას.
შევისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური ნორმები. კვლევებისათვის გამოყენებული პოპულარული საძიებო სისტემები, სპეციალიზებული(საბავშვო) გვერდები; ინტერნეტკავშირები.
მოდული 4-სასწავლო ნიმუშის შექმნა გვეხმარება ზუსტად დავგეგმოთ სასწავლო პროცესი და უზრუნველვყოთ მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა. გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესები,
მოდული 5- მოსწავლეთა პროექტის შეფასება-გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისებისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. გამოვიყენებთ ჩვენი თემებისთვის საჭირო პროექტის შეფასების ფორმებს, შევისწავლეთ, თუ:
როგორ შევაფასო მოსწავლის სწავლა;
როგორ ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში.
მოდული 6- შევისწავლეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად ჩამოყალიბდნენ. გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს და დიფერენცირებული სწავლების გზებს. ვისწავლეთ, როგორ შევქმნათ დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად.(სკაფოლდინგი)
მოდული 7- განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისთვის. როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. შევარჩიოთ კითხვები, რომლებიც წარმოაჩენს მოსწავლეთა საინტერესო და ალტერნატიულ ხედვას , განაპირობებს სხარტ პასუხებს, ლოგიკურ მსჯელობას.
მოდული 8-სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენებას ეხება შევისწავლეთ ეფექტური პრეზენტაციისათვის ხელსაყრელი პირობები. მივიღეთ უკუკავშირი კოლეგებისაგან
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და მადლობას ვუხდი ქალბატონ დიანას საუკეთესო ურთიერთობისთვის.

სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა. წარმატებებს გისურვებთ!
ОтветитьУдалить