воскресенье, 10 сентября 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე   
  დღეს დასრულდა  ინტელის ძირითადი კურსის ტრენინგი , რომელიც მოიცავდა პროექტებით .სწავლებას.კურსის ფარგლებში შევისწავლეთ თუ როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-ესაუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში .
    შევისწავლეთ ელექტრონული წიგნით სარგებლობა, სახელმძღვანელო შედგება 8 მოდულისაგან:
      მოდული 1 -გავეცანით სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას,პროექტის მოთხოვნებს. პუბლიკაციის მომზადებას და გამოცემას. შევქმენით საქღალდეები მასალების შესანახად.შევისწავლეთ ბლოგის შექმნა და საჭირო ინფორმაციის განთავსება ,
      მოდული 2-სასწავლო პროექტის დაგეგმვას გვასწავლის. შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი კითხვები(ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი) განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და  ბლუმის განახლებული ტაქსონომია.
აუცილებლად უნდა განისაზღვროს სტანდარტები და ინდიკატორები სასწავლო პროექტისათვის..
   ,სასწავლო პროექტების დაგეგმვისას  ყველაზე მნიშვნელოვანია შესასწავლი  საკვანძო საკითხების გამოვლენა და სასწავლო მიზნები.
       მოდული 3-გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. განვსაზღვრეთ, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას.
  შევისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური ნორმები. კვლევებისათვის გამოყენებული  პოპულარული საძიებო სისტემები, სპეციალიზებული(საბავშვო) გვერდები; ინტერნეტკავშირები.
     მოდული 4-სასწავლო ნიმუშის შექმნა გვეხმარება ზუსტად დავგეგმოთ სასწავლო პროცესი და უზრუნველვყოთ მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა. გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესები,
     მოდული 5- მოსწავლეთა პროექტის შეფასება-გავეცანით,  თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისებისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. გამოვიყენებთ ჩვენი თემებისთვის საჭირო პროექტის შეფასების ფორმებს, შევისწავლეთ, თუ:
   როგორ შევაფასო მოსწავლის სწავლა;
   როგორ ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში.
    მოდული 6- შევისწავლეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად ჩამოყალიბდნენ. გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს და დიფერენცირებული სწავლების გზებს. ვისწავლეთ, როგორ შევქმნათ  დამატებითი მასალები  მოსწავლეთა გეზის მისაცემად.(სკაფოლდინგი)
       მოდული 7- განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული  სწავლების წარმართვისთვის.  როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. შევარჩიოთ კითხვები, რომლებიც წარმოაჩენს მოსწავლეთა  საინტერესო და ალტერნატიულ ხედვას , განაპირობებს სხარტ პასუხებს, ლოგიკურ მსჯელობას.
        მოდული 8-სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენებას ეხება შევისწავლეთ ეფექტური პრეზენტაციისათვის ხელსაყრელი პირობები. მივიღეთ უკუკავშირი  კოლეგებისაგან
     ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და  მადლობას ვუხდი ქალბატონ დიანას საუკეთესო ურთიერთობისთვის. 
ტრენინგის მერვე დღე  დღეს გავეცანით სსს მოსწავლეების პროექტში დასაქმების თავისებურებებს. ვისაუბრეთ აღქმის ხუთ მოდალობაზე გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ტიპებზე. მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების დომინირებაზე ,
    განსაკუთრებული საჭ მქონე მოსწავლეები იმუშავებენ დამოუკიდელად მთი შესაძლებლობიდან გამომდინარე.
  არამშობლიურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეები ინფორმაციას მოიძიებენ მშობლიურ ენაზე და თარგმნიან  მშობლებთან  ერთად ქართულ  ენაზე,
ტრენინგის მეშვიდე დღე  დღეს  შევისწავლეთ შეფასებები, რომლებსაც გამოვიყენებთ მთელი პროექტის განმავლობაში მგ:გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასება.
  დიფერენცირებული სწავლება.
   ვიზუალური პრეზენტაცია.
ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე,
კოლაბორაციული შეფასება.
პორტფოლიოს კრიტერიუმების ჩამონათვალი და სხვა
 ასევე გავეცანით ფასილიტაციას  - მასწავლებელი წარმოადგენს გზამკვლევს ,გეზის ,სწორი მიმართულების მიმცემს.სწორად შერჩეული კითხვებით მივაღწიოთ მოსწავლეთა ეფექტურ მუშაობას.
ტრენინგის მეექვსე დღე  დღეს გავეცანით  ბლოგზე კომენტარების გაგზავნას ,  ვისწავლეთ ტექსტში სათანადო კომენტარების ჩანიშვნას და ცასწორებას. შევისწავლეთ ასევე ეფექტური უკუკავშირის მიცემის ზოგადი  წესები.
   შევისწავლეთ პროექტის საპრეზენტაციოდ სლაიდების შექმნა და მათში საჭირო ინფორმაციის განთავსება.
  გავეცანით მოსწავლის ნიმუშებს,
ტრენინგის მეხუთე დღე  ტრენინგის მეხუთე დღე დაიწყო საშინაო დავალების შემოწმებით. ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ  წარმოადგინა შესრულებული  სამუშაო. ტრენერმა შეიტანა  საჭირო კორექტივები , მოგვცა ნათელი და ზუსტი მინიშნებები პროექტის გეგმის სწორად შესავსებად. განვიხილეთ ბროშურები,  მიმართულების მიმცემი კითხვები და შეფასების რუბრიკები.
   სამუშაო დღის მეორე ნახევარში განვიხილეთ  საავტორო უფლებების დაცვა. შევასრულეთ ტესტი რომელიც ძალიან მომეწონა.
ტრენინის მეოთხე დღე
  დღეს შევისწავლეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასების ფორმები.  უნდა გამოვიყენოთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების ხუთი ძირითადი კატეგორია.
  განმავითარებელი შეფასება:
მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა{წინარე ცოდნის შემოწმება},
წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის  სტრატეგიები,
{ხელი შევუწყოთ დამოუკიდებელ მსწავლელებად ჩამოყალიბებაში},
პროგრესის მონიტორინგი,
გაგების ხარისხის შემოწმება, და მეტაშემეცნების წახალისება.
ტრენინგის მესამე დღე   დღეს ვიმუშავეთ სახელმძღვანელოს მეორე მოდულზე . გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს;.  პროექტისათვის აუცილებელ კითხვებს ; (თემატურ, ზოგად და შინაარსობრივს), ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა მივიყვანოთ ბავშვები პროექტის შექმნის სურვილამდე .
  შევარჩიეთ პროექტებისათვის თემები და ვისაუბრეთ თუ რას მოგვცემს მათი განხორციელება. რა საგნებს შეეხება, განვსაზღვრეთ პროექტის შესრულების ვადები.
   საინტერესო იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ბლუმის განახლებული ტაქსონომია და სხვა ფაილები.

ტრენინგის მეორე დღე
   ტრენინგის მეორე დღეს შევისწავლეთ ბლოგის შექმნა , ძალიან ადვილი მომეჩვენა..წინასწარ მოვამზადეთ მომდევნო სამუშაო დღეებისათვის ახალი გვერდები.  
    გავეცანით პროექტის განხორციელების სხვა დასხვა ეტაპების სწორად წარმართვისათვის ჩეკლისტების გამოყენებას. ბუკლეტების, ბროშურების  ფლაერის  შექმნის აუცილებლობას.  შემდეგი სასწავლო დღისთვის უნდა მოვიფიქროთ პროექტის დასახელება.
ტრენინგის პირველი დღე         
     დღეს გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვანელოს, რომელიც ძალიან პრაქტიკული და მოსახარხებელია.. გაადვილებულია ნავიგაცია .გვაძლევს საშუალებას ჩავინიშნოთ საინტერესო და საჭირო  ინფორმაცია; წიგნი დაყოფილია მოდულებად; მოცემულია საქაჭალდეების შექმნისსტრუქტურა. ტრენერმა გაგვაცნო სასწავლო პროექტის გეგმა,' გვაჩვენა ფილმი თუ როგორ მუშაობენ სასწავლო პროექტებზე უცხო ქვეყნის მოსწავლეები. იმედი მაქვს ჩვენი ტრენერი ს დახმარებით შევძლებთ ვისწავლოთ პროექტებზე მუშაობა მათი შეფასება და პრაქტიკაში გამოყენება.



ტრენინგის მეცხრე დღე      დღეს დასრულდა  ინტელის ძირითადი კურსის ტრენინგი , რომელიც მოიცავდა პროექტებით .სწავლებას.კურსის ფარგლებში შევისწ...